საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა, მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის მე-15 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 37-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს შვილად აყვანის თანდართული პროცედურები (დანართი №1).
2. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-53/ნ).
3. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-53/ნ).
4. დამტკიცდეს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალური ფორმა (დანართი №4).
41.დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), უზრუნველყოს შვილად აყვანის პროცედურებისთვის საჭირო ფორმების დამტკიცება.
5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
6. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.
ა. კვიტაშვილი
ეს პროცედურები განსაზღვრავს გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის, ასევე რეესტრის წარმოების წესს, ადგენს გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა თავსებადობის შეფასების, შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის, აგრეთვე, შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) დაკავშირებული ინფორმაციისა და გაშვილებულ ბავშვთა ბიოგრაფიული მონაცემების შენახვისა და გაცემის წესს.
1. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.
2. (ამოღებულია - 15.09.2015, №01-39/ნ).
3. ამ პროცედურებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. შვილად აყვანის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები
1. შვილად აყვანის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო.
2. სააგენტო:
ა) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და შვილად აყვანის საკითხებში ბავშვთა უფლებების დაცვას;
გ) აწარმოებს რეესტრს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზებასა და დამუშავებას;
დ) ახორციელებს შვილად აყვანის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი, განახორციელოს საერთაშორისო გაშვილება.
4. სააგენტო ვალდებულია 18 წელს მიღწეული პირის მოთხოვნით მიაწოდოს მას მისი ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე მისი ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბიოლოგიური მშობლის ან/და მშვილებლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის მიმართ არ მოქმედებს ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
5. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა.
6. სააგენტოს გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა (გარიგება) კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, ან ასეთი საქმიანობისათვის (გარიგებისათვის) ხელის შეწყობა შვილად აყვანის მიზნით. ამასთანავე, დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო გაშვილების დროს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევა.
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:
ა) შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი;
ბ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას;
გ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის შეფასებას, თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:
გ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია (ეს შეზღუდვა არ მოქმედებს დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს, ასევე საპატიო მიზეზის არსებობისას _ სასამართლოს გადაწყვეტილებით);
გ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას;
გ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან;
დ) (ამოღებულია - 15.09.2015, №01-39/ნ);
ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოა სასამართლო.
თავი II. გასაშვილებელ ბავშთა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვა და რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 4. გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვა
1. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება 18 წლამდე პირს:
ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად;
დ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;
ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ბავშვისათვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტების შეგროვებას.
3. პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01-39/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
მუხლი 5. ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა და ბავშვის მიტოვება
1. ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების მსურველი პირი/ოჯახი მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია კონსულტაცია გაუწიოს მშობელს მშობლის უფლება-მოვალეობებისა და ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების შედეგების თაობაზე.
3. თუ პირი არ ცვლის ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილებას, იგი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და ბავშვის მიტოვების შესაბამისი ფორმის განაცხადს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, თუ:
ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია;
გ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს) მისი მიტოვება და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
5. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, ბავშვის შემდგომი განთავსების მიზნით, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01-39/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
მუხლი 6. მშვილებელ ოჯახთა /პირთა აღრიცხვა
1. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა პირმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), წარუდგინოს მისი და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა) ასლები და შეავსოს განაცხადი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო გაშვილების შემთხვევებზე.
3. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს.
4. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სოციალური მუშაკი განაცხადის შევსებიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა, ახორციელებს ბავშვის მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას და წერს დასკვნას.
5. თუ შეფასება დადებითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.
6. თუ შეფასება უარყოფითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე უარის შესახებ.
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს, ხოლო თუ შეფასება დადებითია, ეს გადაწყვეტილება, განაცხადის ფორმასთან ერთად ეგზავნება სააგენტოს.
8. „ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართელოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებზე შვილად აყვანის პროცედურების განხორციელების დროს არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. ამ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ პროცედურებით.
9. მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა:
ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების/შესრულების გამო;
გ) რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:
გ.ა) ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;
გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხმნამდე;
გ.ზ) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები;
გ.თ) ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე.
დ) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. რეესტრის სუბიექტები და მათი მონაცემები
1. რეესტრის სუბიექტები არიან:
ა) მშვილებელი ოჯახი/პირი;
ბ) გასაშვილებელი ბავშვი.
2. რეესტრი შედგება გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელი ოჯახის/პირის ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებისგან.
3. რეესტრში დაცულია მშვილებელი ოჯახის წარმომადგენლების/პირის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ოჯახური მდგომარეობა;
თ) ნასამართლობა;
ი) ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (შემოსავლები, ქონება);
კ) საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო მონაცემები;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
მ) შვილად ასაყვანი სასურველი ბავშვის მონაცემები (სქესი, ასაკის ქვედა და ზედა ზღვარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეროვნება, შვილად ასაყვან ბავშვთა რაოდენობა, განსაკუთრებული მოთხოვნები);
ნ) შვილად აყვანის მსურველ პირთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილების ნომერი და მიმღები ტერიტორიული ერთეული.
4. რეესტრში დაცულია გასაშვილებელი ბავშვის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გაშვილებამდე;
თ) ბიოლოგიური მშობლის/მშობლების სახელი და გვარი;
ი) მეურვის ან მზრუნველის სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ლ) გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ერთეული და გადაწყვეტილების მიღების თარიღი – რიცხვი, თვე და წელი).
5. შვილად აყვანის მსურველი პირის ერთიან რეესტრში აღრიცხვა განხორციელდეს ტერიტორიული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მიხედვით.
მუხლი 8. რეესტრში აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტები
1. რეესტრში აღრიცხული გასაშვილებელი ბავშვის საქმეში ინახება შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია IV-100/ა);
გ) სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება (ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ; ბიოლოგიური მშობლ(ებ)ის უფლების ჩამორთმევის, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ და ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ);
დ) ბავშვის ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) და მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი) ასლ(ებ)ი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) გასაშვილებელ ბავშვთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
2. მშვილებელი ოჯახის/პირის საქმეში ინახება შვილად აყვანის მსურველი პირის გადაწყვეტილება და კანდიდატი პირის განაცხადის ფორმა.
მუხლი 9. რეესტრის წარმოების ფორმა
1. რეესტრში მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ავტომატური (ელექტრონული) და არაავტომატური (დოკუმენტური) ფორმით.
2. მშვილებელი ოჯახის/პირის და გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები ელექტრონულად აღირიცხება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად.
3. ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვა ხდება დოკუმენტური ფორმით.
მუხლი 10. რეესტრის მონაცემთა დაცვა
1. რეესტრში აღრიცხულ პირებთან დაკავშირებული ბიოგრაფიული, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები კონფიდენციალურია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მშვილებელ პირს უფლება აქვს მიიღოს შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები.
3. გასაშვილებელ ბავშვს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ბავშვის შესახებ რეესტრში არსებული ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები.
მუხლი 11. რეესტრიდან გასაშვილებელი ბავშვის ან მშვილებელი ოჯახის/პირის მოხსნა
1. რეესტრის აღრიცხვიდან გასაშვილებელი ბავშვი მოიხსნება:
ა) გაშვილების შემთხვევაში;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) სტატუსის შეცვლის შემთხვევაში;
დ) სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში.
2. რეესტრის აღრიცხვიდან მშვილებელი ოჯახი/პირი მოიხსნება:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) შვილად აყვანაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველზე;
გ) გარდაცვალებისას;
დ) თუ მშვილებელი ოჯახი/პირი ვერ აკმაყოფილებს რეესტრში აღრიცხვისათვის კანონმდებლობით გათვალისიწნებულ მოთხოვნებს;
დ1) ამ წესის მე - 6 მუხლის მე - 9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ან თუ განაცხადში დეკლარირებული მონაცემები არასწორია (გარდა ტექნიკური უზუსტობისა). განაცხადში ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევაში, ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ არეგისტრირებს მშვილებელ ოჯახად/პირად, მიუხედავად მისი განემორებითი მომართვისა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. რეესტრიის აღრიცხვიდან ბავშვის, მშვილებელი ოჯახის/პირის მოხსნაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 12. რეესტრში მონაცემთა შენახვის ვადები და პროცედურები
1. გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები, მისი რეესტრიდან ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ‚გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოხსნის შემთხვევაში ნადგურდება რეესტრიდან მოხსნიდან ერთი წლის შემდეგ.
2. გასაშვილებელი ბავშვის და მშვილებელი ოჯახის/პირის მონაცემები, მისი რეესტრიდან ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ,‚ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხსნის შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინახება 50 წლის ვადით.
3. მშვილებელი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხული ყველა მონაცემი სტატუსის მოხსნისას, გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ნადგურდება რეესტრიდან მოხსნიდან ერთი წლის შემდეგ.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფორმდება აქტი, რომელშიც აისახება მონაცემთა განადგურების ფაქტი.
5. სააგენტოში არაავტომატური ან/და ავტომატური ფორმით არსებული მონაცემები ინახება უფლებამოსილ პირთან. არსებული გადაწყვეტილებები/დასკვნები და მე-8 მუხლით გათვალისწინებული სხვა საბუთები ინახება 15 წლის ვადით.
მუხლი 13. მშვილებელი ოჯახისათვის/პირისათვის ბავშვის შეთავაზება
1. მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.
2. შერჩეული მშვილებელი ოჯახის/პირის მიერ ბავშვის მონახულების სურვილის შემთხვევაში, მონახულება უნდა განხორციელდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული წერილობითი მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად იმ პირისათვის, სადაც ბავშვია განთავსებული.
3. მშვილებელს (მშვილებლებს) უფლება აქვს შეთავაზებულ ბავშვს ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
4. ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ და წერილობით აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.
5. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი ინარჩუნებს არსებულ რიგითობას და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო ბავშვი უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს დადგენილი წესით.
მუხლი 14. შვილად აყვანის უპირატესი უფლება
1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმისშვილი, გერი დისშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, გერი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.
მუხლი 15. შვილად აყვანის შესახებ დასკვნა
1. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის თანხმობისას მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
ბ) (ამოღებულია - 10.08.2012, №01-53/ნ).
გ) ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
ე) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
2. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-53/ნ).
3. თუ მშვილებელი გასაშვილებელი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. მშვილებელი ოჯახის/პირის მიერ შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის შემთხვევაში, მშვილებელი ოჯახის/პირისა და შეთავაზებული ბავშვის თავსებადობის შეფასებას 10 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სოციალური მუშაკი ბავშვისა და მშვილებლის შესახებ არსებული შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს.
5. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:
ა) მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივი;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
6. საჭიროების შემთხვევაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ეთნიკური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით აღზრდის შესაძლებლობას.
7. მშვილებლისთვის (მშვილებლებისათვის) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მისი (მათი) თანხმობის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში და წარუდგენს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
8. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა შვილად აყვანის შესახებ მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
თავი IV. საერთაშორისო გაშვილება
მუხლი 16. მიმღებ სახელმწიფოებთან ურთიერთობა
საერთაშორისო გაშვილებისას საქართველო ხელმძღვანელობს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციით ან აღნიშნული კონვენციის არაწევრ ქვეყანასთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებით (დანართი №5).
მუხლი 17. უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეების მშვილებელ პირად/პირებად აღრიცხვა
1. უცხოელი მოქალაქის ან მისი წარმომადგენლის მომართვაში მითითებული უნდა იყოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი, რელიგია, წარმომავლობა, ეროვნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, ასევე მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე მომუშავე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული მშვილებელი ოჯახის კვლევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში.
4. წარმოდგენილი საბუთები განიხილება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება მშვილებელის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. გადაწყვეტილების თაობაზე მშვილებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
მუხლი 18. ბავშვის შეთავაზება და სააგენტოს დასკვნა
1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ს მიერ.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.
3. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადა შეამციროს სასამართლომ.
4. თუ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უცხოელი მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე არ განაცხადებს წერილობით თანხმობას, სააგენტოს მიერ მოხდება გასაშვილებელი ბავშვის სხვა მშვილებელ პირზე/პირებზე შეთავაზება და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი დადგენილი წესით.
5. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
6. სააგენტო სასამართლოში წარსადგენ დასკვნას ამზადებს გასაშვილებელ ბავშვის მონაცემებისა და უცხო ქვეყნის მშვილებლის/მშვილებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
7. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მშვილებლის შესახებ სააგენტოში არსებული საბუთები ეგზავნება საერთაშორისო გაშვილების განმახორციელებელ ოფიციალურ ორგანოს, ბავშვის წარმოშობის სახელმწიფოში. აღნიშნული საბუთები შეიძლება ხელზე მიეცეს მშვილებელს ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში წარსადგენად.
2. საბუთების თარგმნისა და სათანადოდ დამოწმების ხარჯები ეკისრება მშვილებელს.
3. შვილად აყვანის შემდგომი პროცედურები რეგულირდება ბავშვის წარმომშობი ქვეყნის კანონმდებლობით.
( ამოღებულია)
( ამოღებულია )
1. ბავშვის სახელი, გვარი, შვილად აყვანამდე ________________________________
2. ბავშვის სახელი, გვარი, შვილად აყვანის შემდეგ ____________________________
3. დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) –––––––––––––––––––––––––––––––
4. საქართველოში გაცემული დაბადების მოწმობის ნომერი ან ბავშვის პირადი ნომერი
__________________________________________________________________________________________
5. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) _______________________________________________________
___________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
6. გადატანილი დაავადებები ______________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
7. მოკლე ანამნეზი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები (პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი და სხვა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9. ავადმყოფობის მიმდინარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) –––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10. გარდაცვალების შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის მითითება (ექსპერტის დასკვნა) –––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
11. ჩატარებული მკურნალობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
12. ჩატარებული აცრები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. მედიკამენტები, რომლებსაც იღებდა ან იღებს ბავშვი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
14. ქირურგიული ჩარევები (მათ შორის, დაგეგმილი ქირურგიული ჩარევები) და გამოკვლევები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
15. რეკომენდაციები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
16. ფსიქომეტრული განვითარების შეფასება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
17. კოგნიტური და ემოციონალური განვითარების შეფასება (უნარები, ჩვევები, მიდრეკილებები, ხასიათის თავისებურებები) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
18. აქვს/ჰქონდა თუ არა ბავშვს ოჯახთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები და არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ ისინი ––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
19. იღებს თუ არა განათლებას ბავშვი და რა სახის (მოსწავლე/სტუდენტის შემთხვევაში – იმ სასწავლო დაწესებულების/სკოლის დასახელება და კლასი/კურსი, სადაც იგი სწავლობს)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
20. აქვს თუ არა ბავშვს პრობლემები სოციალურ, ენობრივ, ემოციონალურ საკითხებთან დაკავშირებით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
21. აქვს თუ არა ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ (კულტურა, რელიგია, ენა, ტრადიციები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
22. აქვს თუ არა ინფორმაცია შვილად აყვანის შესახებ (პოზიტიურია თუ ნეგატიური), მისი შეხედულება ფაქტის მიმართ ________________________________________________________________
23. ამ დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება __________________________________________
________________________________________________________ ______________________________
24. მშვილებელი ქვეყნის ცენტრალური ორგანოს (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებული ან/და აკრედიტებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციის) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
25. ფორმის გაცემის თარიღი "________" ________________"
ბეჭდის ადგილი
შენიშვნა: უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება სპეციალური ფორმის სახით ხდება საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელი ქვეყნის ცენტრალური ორგანოს მიერ (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცნზირებული ან/და აკრედიტებული შესაბამისი უფლებამოსილების ორგანიზაციის მიერ) ყოველწლიურად, სანამ გაშვილებულ ბავშვს არ შეუსრულდება 18 წელი.
ხელშეკრულება საქართველოსა და ————————————————— შორის
საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ხელშემკვრელი მხარეები ითვალისწინებენ რა „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციის მოთხოვნებს,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტო და —————————— (შემდგომში ხელშემკვრელი მხარეები)
აღიარებენ, რომ ბავშვს მისი პიროვნების ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარებისათვის ესაჭიროება ოჯახის გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში აღზრდა,
აღიარებენ, რომ თითოეული სახელმწიფო ვალდებულია პრიორიტეტულ ამოცანად დაისახოს სათანადო ზომების მიღება ბავშვის საკუთარ ოჯახში აღსაზრდელად და უზრუნველყოს ბავშვი, რომელიც მოკლებულია საკუთარი ოჯახის გარემოს, ალტერნატიული ზრუნვით,
აღიარებენ, რომ საერთაშორისო გაშვილება ბავშვს ანიჭებს შესაძლებლობას ჰყავდეს მუდმივი ოჯახი, თუ ასეთი ოჯახი ვერ გამოიძებნა მისი წარმოშობის ქვეყანაში,
დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროა ყველა ზომის გატარება იმისათვის, რომ საერთაშორისო გაშვილება მოხდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მისი ძირითადი უფლებების დაცვით, რათა აცილებულ იქნეს ბავშის გატაცების, გაყიდვისა და ვაჭრობის ფაქტები,
სურთ, რომ მიიღონ ზომები რათა ბავშვის საერთაშორისო გაშვილება განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის (1989 წლის 20 ნოემბერი) შესაბამისად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ეს ხელშეკრულება გამოიყენება, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს (შემდგომში მიმღები სახელმწიფოს) მოქალაქის ან მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფოს) არასრულწლოვანი მოქალაქის ან წარმოშობის სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვის შვილად აყვანის დროს.
თავი II. საერთაშორისო გაშვილების პროცედურა
პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და სურთ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა, მიმართავენ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას) (შემდგომში უფლებამოსილი ორგანო) მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარუდგენენ მას საჭირო საბუთებს.
1. მშვილებელი ოჯახის/პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) შვილად აყვანის მსურველი ოჯახი/პირი აკმაყოფილებდეს ბავშვის შვილად აყვანის მოთხოვნებს;
ბ) მათ გაეწიათ საჭირო კონსულტაცია შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
2. თუ მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმაში, რომ განმცხადებლებს აქვთ შვილად აყვანის უფლება, იგი უგზავნის მოხსენებას წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის შესახებ:
ა) სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის მონაცემები, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი, მისამართი, ოჯახური მდგომარეობა;
ბ) შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის (ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური გარემო);
გ) შვილის აყვანის მოტივაცია;
დ) სასურველი ბავშვის მონაცემებს (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა მონაცემები).
3. მოხსენებას თან უნდა ახლდეს თარგმანი წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე.
1. წარმოშობის სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) შესათავაზებელი ბავშვი წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება გაშვილებას;
ბ) წარმოშობის სახელმწიფოში ბავშვის მოწყობის შესაძლებლობები გამოკვლეულ იქნა და მისი შედეგების მიხედვით საერთაშორისო გაშვილება პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
გ) მიღებულ იქნა შესაბამისი პირების ან დაწესებულებების თანხმობა გაშვილებაზე და აღნიშნულ პირებს ან დაწესებულებებს, რომელთა თანხმობა აუცილებელია გაშვილების დროს, ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები და იყვნენ ინფორმირებული მათი თანხმობის შედეგების შესახებ. ასეთმა პირებმა ან დაწესებულებებმა მისცეს თავისი თანხმობა საჭირო იურიდიული ფორმით, წერილობითი დამოწმებით;
დ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობა არ იყო გაცემული გასამრჯელოს ან რაიმე სხვა სახის კომპენსაციის სანაცვლოდ და არ იყო გამოთხოვილი უკან;
ე) შემოთავაზებული მშვილებლის მიერ ბავშვის შვილად აყვანა შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.
2. თუ წარმოშობის სახელმწიფო დაადგენს, რომ ბავშვი ექვემდებარება საერთაშორისო გაშვილებას, რეესტრში შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რიგითობისა და ბავშვის შესახებ, მშვილებლების/მშვილებლის განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად, იგი უგზავნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს/შვილად აყვანის მსურველ ოჯახს/პირს მოხსენებას, რომელიც შეიცავს ბავშვის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილი;
ბ) ბავშვის გამოვლენის გარემოებები, ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
დ) სოციალური მდგომარეობა.
3. მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ/შვილად აყვანის მსურველმა ოჯახმა/პირმა წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს პასუხი წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებამდე შესაბამისი ბავშვის სხვა შვილად აყვანის მსურველი ოჯახისთვის/პირისთვის შეთავაზება არ ხდება წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
1. ორივე სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო ცდილობს მიიღოს თანხმობა იმის შესახებ, რომ ბავშვს აქვს წარმოშობის სახელმწიფოდან გასვლის, მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და იქ მუდმივად ცხოვრების უფლება.
2. ორივე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო გადაცემას, შესაბამის პირობებში და თუ ეს შესაძლებელია, მშვილებლების ან სავარაუდო მშვილებლების თანხლებით.
3. თუ ბავშვის გადაცემა არ განხორციელდება, ამ ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლებში აღნიშნული მოხსენებები უნდა დაუბრუნდეს იმ ორგანოებს, რომლებმაც მოამზადეს ისინი.
ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შვილების კონკრეტული საქმის წარმოებისათვის.
თავი III. უფლებამოსილი ორგანოები და მათ შორის თანამშრომლობა
ამ ხელშეკრულების შესრულებაზე უფლებამოსილი ორგანოებია საქართველოს მხრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო ——— მხრიდან ———————————.
უფლებამოსილი ორგანოები უშუალოდ ან სახელმწიფო ხელისუფლების მეშვეობით იღებენ შესაბამის ზომებს გაუმართლებელი ფინანსური ან სხვა სარგებლობის აცილების მიზნით გაშვილების დროს და ყველა იმ ნებისმიერი პრაქტიკის ასაცილებლად, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულების მიზნებს.
უფლებამოსილი ორგანოები უშუალოდ ან სახელმწიფო ხელისუფლებისა და თავიანთ ქვეყნებში რწმუნებული სხვა ორგანიზაციების დახმარებით ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს იმისათვის, რომ:
ა) შეაგროვონ, დაიცვან და გაუცვალონ ერთმანეთს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობისა და პერსპექტიული მშვილებლების შესახებ, რაც სავალდებულოა გაშვილების განსახორციელებლად;
ბ) გაუადვილონ, დაიცვან და დააჩქარონ გაშვილების პროცედურა;
გ) გაცვალონ ინფორმაცია გაშვილების საკითხებზე თავიანთი ქვეყნების კანონების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები და სხვა ზოგადი ინფორმაცია გაშვილების სფეროში არსებული გამოცდილებების შესახებ;
დ) აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულების მოქმედების შესახებ და, რამდენადაც შესაძლებელია, აიცილონ ყველა დაბრკოლება ხელშეკრულების შესრულებისას;
ე) მათ მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური/უფლებამოსილი ან სხვა ორგანოსაგან მიღებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გაშვილების მიზნებისათვის;
ვ) შვილად აყვანის დროს მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აცნობოს წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.
უფლებამოსილი ორგანო, რომელიც აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულების რომელიმე დებულება არ არის დაცული ან არსებობს მისი შეუსრულებლობის საშიშროება, დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ თავისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო პასუხისმგებელია შესაბამისი ზომების მიღების უზრუნველყოფაზე.
თავი IV. გაშვილების აღიარება და შედეგები
გაშვილება, რომელსაც აფორმებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც წარმოებს გაშვილება ხელშეკრულების შესაბამისად, აღიარებულ უნდა იქნეს ხელშემკვრელი მხარის კანონით.
ხელშემკვრელ სახელმწიფოში გაშვილების აღიარებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაშვილება ნამდვილად ეწინააღმდეგება მის სახელმწიფო პოლიტიკას და არ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაშვილების შესახებ გადაწყვეტილების აღიარება მოიცავს ყველა იმ სამართლებრივი შედეგის აღიარებას, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომელმაც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
ამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ან მისი განხორციელების დროს ნებისმიერი შეუთანხმებლობის შემთხვევაში წარმოშობილი დავა გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.
ეს ხელშეკრულება ძალაშია ხელმომწერი მხარეების მიერ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო აუცილებელი პროცედურების დასრულების დამადასტურებელი ბოლო შეტყობინების გაცვლის შემდეგ.
მხარეთა თანხმობით, ხელშეკრულებაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები წერილობითი ფორმით, რომელიც ძალაში შედის სათანადო პროცედურების დასრულების დამადასტურებელი ბოლო შეტყობინების გაცვლის შემდეგ.
1. ეს ხელშეკრულება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.
2. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს იმ შვილად აყვანაზე, რომლებიც შეთანხმებული იყო მისი მოქმედების პერიოდში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულის დასტურად,
(მიმღები სახელმწიფოს) ———— და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ხელს აწერენ ამ ხელშეკრულებას.
შესრულებულია (ქალაქი, თარიღი, ეგზემპლარების რაოდენობა და ენა). ——— ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ———————— ტექსტს.
(მიმღები სახელმწიფოს სახელით)
—————————————————————
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელით
—————————————————————-
[1] ივსება მხოლოდ უფლების გამოყენების შემთხვევაში
[2] ინფორმაცია შვილად ამყვან პირთან / პირებთან სამართლებრივი ( ნათესაური ) ნდა არასამართლებრივი ურთიერთობის შესახებ ( გრაფის შევსება სავალდებულოა )
[3] ივსება იმ შემთხევაში , თუ განმცხადებელი არის არასრულწლოვანი , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე , ან წერა - კითხვის უნარის არმქონე პირი ან არ ფლობს ქათულ ენას და სხვა
[4] ივსება მოწმის , თარჯიმნის ან ექსპერტის მიერ
[5] ასეთის არსებობის შემთხვევაში