„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3538
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-05
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.004.169
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1921 მუხლი:

    „მუხლი 1921. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა

1. შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე, –

ისჯება ჯარიმით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3538–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია