„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3439
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-13
სარეგისტრაციო კოდი
190.020.010.05.001.004.080
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:

„11. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს.“.

2. კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 40.1.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

40.1.2.3

განლაგებულია ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართვე-ლი ერთეულის ბიუჯეტში) ტერიტო-რიაზე

65

 

35

 

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 13 ივლისი.

№3439–რს

კრებსითი — სრული ვერსია