„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-06
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.014461
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.014.461

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №79

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №158, მუხ.1908) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

ადმინისტრაციის ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ე) სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;

ზ) სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქ-მისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

თ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.“.

2. მე-7 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის;

ლ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე, ასევე სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების თოაბაზე შესაბამისი სტრუქტრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კონტროლი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 8 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია