საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.014435
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.435

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სამსახური.

2. სამსახურის თანამშრომელთათვის განისაზღვრება სოციალური დაცვის შემდეგი ღონისძიებები:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ დაღუპულ თანამშრომელს ჰყავს მხოლოდ მშობლები, მათ დახმარება მიეცემათ შრომისუნარიანობის მიუხედავად;

ბ) სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი ოდენობით, არა უმეტეს 7 000 ლარისა.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანება. 

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია