საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფარში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მყოფი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირებისა);“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
N 3044 – Iს