სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.014.417
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №6/ნ
2010 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 24 აპრილის №4/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 24 აპრილის №4/ნ ბრძანება (სსმ III, 01.05.2009წ., №53, მუხ. 608).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ამოქმედებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი