საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №432
2007 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №685 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №685 ბრძანებულება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი