საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2021-03-17
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.014402
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №206

2010 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულების  22 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების უტილიზაციისა და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 5 აგვისტოს №458 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია






დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ (შემდეგ – დელტა) მიერ უტილიზებული ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, წარმოებული პროდუქციის, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების (შემდეგ – „ქონება“) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

მუხლი 2

1. საუტილიზაციო, სარეალიზაციო სამუშაოებისა და წარმოების ხარჯების დაფინანსების მიზნით, ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან „დელტას“ ანგარიშზე შეიძლება დარჩეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „დელტას“ წლიურ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული ოდენობის თანხა.

2. ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ფინანსდება მხოლოდ ქონების უტილიზაცია, რეალიზაცია, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება.

მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 17 მარტის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 18.03.2021წ.

მუხლი 4

1. საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს, რომელშიც მიეთითება მონაცემები განვლილ კვარტალში და წლის დასაწყისიდან ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (ცხრილი 1).

2. ,,დელტამ“ უზრუნველყოს ბიუჯეტის შემოსულობებში მისამართი თანხის გადახდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 17 მარტის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 18.03.2021წ.
 

ცხრილი №1

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება

200– წლის –– კვარტალის მდგომარეობით

 

№

დასახელება

საანგარიშო კვარტალი

წლის დასაწყისიდან

1
2
3
4

1

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

2

დელტას დაფინანსება ამონაგები თანხიდან

 

 

3

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

4

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარში)

 

 

5

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (თანხა ლარში)

 

 

6

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (თანხა ლარში)

 

 

 


კრებსითი — სრული ვერსია