„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12/2010
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2010-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010190030.15.008.014392
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.014.392

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №12/2010

2010 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით (სსმ III, 06.07.2004 №67) დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე, ცესკოში საარჩევნო დავებზე განცხადება/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია საქმისწარმოების დეპარტამენტში კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი  გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია