„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
229
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-29
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.033.014391
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.033.014.391

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №229

2010 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის  №1 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2009 წ., №3, მუხ. 19) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ნ. მიქელაძე

კრებსითი — სრული ვერსია