„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №964 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
227
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-29
სარეგისტრაციო კოდი
020080150.22.033.014389
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №964 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.014.389

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №227

2010 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების,  საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №964 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების,  საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №964 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2008, №186, მუხ.1955) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესების“ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ნ. მიქელაძე

კრებსითი — სრული ვერსია