გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის ელექტრონული ფორმით დადასტურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-19
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.014364
გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის ელექტრონული ფორმით დადასტურების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.364

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №206

2010 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის ელექტრონული ფორმით დადასტურების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის განხორციელებისას გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულ იქნეს აღნიშნული საშუალებით გადახდისას კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო-საპროცესინგო ცენტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია