ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
290160000.22.027.014357
ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.22.027.014.357

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №58

2010 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პირის ნოტარიუსად დანიშვნიდან 2 თვის ვადაში ნოტარიუსი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 14.06.2012 წ.

2. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები:

ა) ნოტარიუსის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის;

ბ) ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია;

გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსის ან მისი შემცვლელი პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რაც გახდა ზიანის მიყენების საფუძველი;

დ) ნოტარიუსის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. თუ მზღვეველის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, ნოტარიუსი ფარავს სხვაობას სადაზღვევო ანაზღაურებასა და ზიანის ფაქტობრივ ოდენობას შორის.

3. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი.

31. ნოტარიუსი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიშებზე) მიიღოს და/ან შეინახოს ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები, რომელთა ღირებულება აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, თუ ნოტარიუსის ამ ბრძანებით გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 200 000 ლარი.

32. ნოტარიუსი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიშებზე) მიიღოს და/ან შეინახოს ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები, რომელთა ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს, თუ ნოტარიუსის ამ ბრძანებით გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 300 000 ლარი.

33. ნოტარიუსი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიშებზე) მიიღოს და/ან შეინახოს ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები, რომელთა ღირებულება აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს, თუ ნოტარიუსის ამ ბრძანებით გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 500 000 ლარი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.

4. სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არარსებობა ან ამ ბრძანებით განსაზღვრული პირობების დარღვევა წარმოადგენს ნოტარიუსისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

5. ამ ბრძანების ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის უზრუნველყონ ბრძანებით გათვალისწინებული პირობებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.

6. ეს ბრძანება, გარდა პირველი-მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ ბრძანების პირველი-მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი


 

კრებსითი — სრული ვერსია