სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.319
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).
3. 2010 წლის 1 აპრილამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტმა უზრუნველყოს მოქმედი ნოტარიუსების რეესტრში რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა
|
№ |
ნოტარიუ-სის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი |
სამუშაო ადგილის მისამართი |
ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები |
რეესტრში რეგისტრა - ციის თარიღი |
ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები |
რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი
1. ნოტარიუსთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ნოტარიუსების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ელექტრონული ფორმით. რეესტრი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 14.06.2012 წ.
რეესტრის ფორმა (დანართი №1) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
ბ) სანოტარო ბიუროს მისამართი;
გ) ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები;
დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ე) ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები;
ვ) რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი;
ზ) შენიშვნა.
1. რეესტრში ნოტარიუსს ენიჭება შესაბამისი ნომერი, რაც განისაზღვრება ნოტარიუსთა თანამდებობაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით.
2. ნოტარიუსების შესახებ მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან