„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-12
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.033.014336
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.336

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №182

2010 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს შორის, კოორ-დინაციას უწევს მათ მუშაობას, განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული რაოდენობის მოადგილე. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამავდროულად არის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრის დავალებით, უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ნ. მიქელაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია