„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
376
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-22
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.004
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №376

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 80) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეთა, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2500 ლარით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია