,,ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
369
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-31
სარეგისტრაციო კოდი
080.230.000.08.002.004
,,ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №369

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

კ) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე;

ლ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

მ) საქართველოს სახალხო დამცველი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის №123 საჯარო სკოლის დირექტორი.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .0 3 .2008 წ., მუხ.513

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმ III, №22, 27 .0 2 .200 9წ., მუხ.274

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №869-სსმ III, №148, 01 . 12 .200 9წ., მუხ.1738

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1151 – ვებგვერდი, 03.01.2013წ.

2. ეთხოვოს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:

ა) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს;

ბ) საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს;

გ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

დ) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

ე) Human Rights Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს;

ვ) საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს - ადამიანის უფლებათა დაცვის უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში;

ზ) საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს;

თ) საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ხელმძღვანელს;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონალურ დირექტორს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის დირექტორს;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს;

მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარეს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .0 3 .2008 წ., მუხ.513

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმ III, №22, 27 .0 2 .200 9წ., მუხ.274

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №869-სსმ III, №148, 01 . 12 .200 9წ., მუხ.1738

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1151 – ვებგვერდი, 03.01.2013წ.

3. დამტკიცდეს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27.03.2008წ., მუხ.513

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმ III, №22, 27.02.2009წ., მუხ.274

3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №869-სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1738

4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №11 5 1 – ვებგვერდი, 03 . 01 .201 3 წ.

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

თავი II

საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

    მუხლი 2

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს ექსპერტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1151 – ვებგვერდი, 03.01.2013წ.

თავი III

საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

    მუხლი 3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;

ბ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება, იმპლემენტაციის მონიტორინგი და საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

დ) ადამიანთა წამებასთან, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ასევე მათთან ერთად ერთობლივი წინადადების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ე) „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ 1984 წლის კონვენციის 2002 წლის ფაკულტატური ოქმის თანახმად შექმნილი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №869-სსმ III, №148, 01 . 12 .200 9წ., მუხ.1738

თავი IV

საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

    მუხლი 4

1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.

4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

51. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კოორდინირებას უწევს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

11. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №869-სსმ III, №148, 01 . 12 .200 9წ., მუხ.1738

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1151 – ვებგვერდი, 03.01.2013წ.

    მუხლი 41. სამუშაო ჯგუფები

1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საბჭო.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №869-სსმ III, №148, 01 . 12 .200 9წ., მუხ.1738

    მუხლი 5

საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

კრებსითი — სრული ვერსია