საქართველოს მთავრობის
დადგენილება №178
2006 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლის შესახებ
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის თანახმად:
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებით წესდებაში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი