„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-05
სარეგისტრაციო კოდი
120240020.22.026.014290
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.014.290

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №149

2010 წლის 5 მარტი

 ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო:

ა.ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ა.ბ) დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება;

ა.გ) საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების განყოფილება.

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო:

ბ.ა) ხარჯების განყოფილება;

ბ.ბ) სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერია;

ბ.გ) ფულადი უზრუნველყოფის განყოფილება.

გ) საფინანსო პოლიტიკის სამმართველო.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილება:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტების შედგენას, საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმარებას;

ა.ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველოს დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება ახორციელებს:

ა.ა.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პრო-ცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

ა.ა.ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

ა.ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

ა.ა.დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს, შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესების ან ჩამოყალიბების მიზნით;

ა.ა.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დეპარტამენტის განვითარების ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ა.ა.ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას;

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულებას, სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვიანობის განმტკიცებას, ცენტრალიზებული წესით ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას, ახორციელებს სამინისტროს ქვედანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას;

გ) საფინანსო პოლიტიკის სამმართველო – შეიმუშავებს თავდაცვის სამინისტროში საფინანსო პოლიტიკას და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფის სისტემას, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების პროექტებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

კრებსითი — სრული ვერსია