,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №353

2007 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231  ბრძანებულების (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) №1 დანართით გათვალისწინებულ „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის“ შენიშვნას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ  თანამშრომლებს  ეძლევათ სადღეღამისო  ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით“.

მუხლი 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია