„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
349
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-11
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №349

2007 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სასაზღვრო პოლიციელს თანამდებობაზე (მათ შორის პოლიციის, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სამხედრო ძალებში) ნამსახური კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ეძლევა ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15 %;

დ) 10-დან 15 წლამდე – 20 %;

ე) 15 წელი და მეტი – 25 %.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია