,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
341
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-05
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.08.002.004
,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №341

2007 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №316 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №318 ბრძანებულება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია