საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება)“ რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2010 წლის 12 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2010 წლის 14 სექტემბერი.
№3576–IIს