„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
335
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-01
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.004
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №335

2007 წლის 30 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 82) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

1. მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სარგებლობენ სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.

2. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამუშაოდ გადმოსული (გადმოყვანილი) პირების სპეციალური წოდების, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა, შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს – საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია