სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.028.014.256
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/31
2010 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №3/11 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №05/6 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო |
| აპარატის უფროსი | 1800 |
| მინისტრის მრჩეველი | 1000 |
| თანაშემწე | 700 |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2100 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1800 |
| სამმართველოს უფროსი | 1500 |
| მთავარი სპეციალისტი | 800 |
| სპეციალისტი | 600 |
| მძღოლი | 400 |