სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.030.014.260
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №62
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
სასაზღვრო-გამტარი პუნქტი ,,დარიალის“/საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ საშუალებით გადაადგილებული პირებისათვის ვიზის გაცემის შეზღუდვის შესახებ
,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შესაბამისი პირობების შექმნამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირებისათვის დროებით შეიზღუდოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტ ,,დარიალზე“/საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგზე“ საქართველოს ვიზის გაცემა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბოკერია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანება №159 - ვებგვერდი, 01.07.2011წ.