,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-01
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.525
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №141

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის  შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 330) დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

,,5. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი, სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მომართვა, ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა უტყუარ ინფორმაციას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია