„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
118
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-22
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.014240
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.240

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №118

2010 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1602) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 პუნქტის 12.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი 

□ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

□ იურიდიული დეპარტამენტი

□ ადმინისტრაციული დეპარტამენტი

□ მინისტრის აპარატი

□ საბიუჯეტო დეპარტამენტი

□ ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი

□ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

□ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

□ დავების განხილვის სამსახური“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 23 თებერვლიდან.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია