საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.000000
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1.

„მაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და “მეც­ნიე­რების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო და­­წესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამო­უ­კი­დე­ბელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სა­მეც­ნი­­ერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იუ­რი­დი­ულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხ­ლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტებით გათვალისწინებული სა­მეც­ნი­ე­რო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმ­აღ­ლეს საგან­მა­ნათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:

ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შე­უ­ერ­თ­­დეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი „ტე­ქ­ინფორმი“;

ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნი­ვერ­სი­­ტეტს შეუერთდეს:

ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონ­ს­ტან­ტი­ნე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელ­ექ­ტრი­ფიკაციის ინსტიტუტი;

ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩაის, სუბ­ტრო­პიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;

გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნი­ვერ­სი­ტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იო­ველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №279-სსმIII, №118, 16.09.2010წ.,მუხ.1750

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:

ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩა­ით­ვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინ­ს­ტი­ტუტ „ტექინფორმის“ უფლებამონაცვლედ;

ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსი­ტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტისა და ჩაის, სუბტროპიკული კულ­ტუ­­რე­ბისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის უფლებამონა­ცვ­ლედ;

გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი­ტე­ტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №279-სსმIII, №118, 16.09.2010წ.,მუხ.1750

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გა­ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წი­ნადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლი­ლე­ბები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო­სათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზა­ციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა დი­რექ­ტორებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბა­ლანს­ზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარი­ზაცია, დე­ბი­ტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღ­რიცხვა და რე­ორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიე­ბების გან­ხორ­ციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრუ­ლების­თანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას­თან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იან­ვ­რამდე.

7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოც­ხად­დეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სა­ჯა­რო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დად­გე­ნი­ლე­ბის პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტები.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრინ. გილაური

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №279-სსმIII,

№118, 16.09.2010წ.,მუხ.1750

 

კრებსითი — სრული ვერსია