საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №317
2007 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა და უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ი. მერაბიშვილმა გამოსცეს ნორმატიული აქტი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის შესახებ.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი