„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის № 430 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
316
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-22
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.08.002.004
„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის № 430 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2007 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №101, მუხ. 859) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრებს, გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, ასევე უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია