"სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
723
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-16
სარეგისტრაციო კოდი
310150000.08.002.016008
"სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №723

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №73, მუხ. 685) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა)  ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანების რაოდენობას და გამოყენების შემთხვევებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“;

ბ) ბრძანებულების №1 დანართში სიტყვების: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სამსახურის უფროსის მოადგილეები, დეპარტამენტების და მთავარი სამმართველოების უფროსები“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ოქტომბრიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია