სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.236
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-2 მუხლის 53-ე პუნქტის და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
განისაზღვროს განვითარებული ქვეყნების შემდეგი ნუსხა:
|
1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. ბელგიის სამეფო; 3. ბულგარეთის რესპუბლიკა; 4. ჩეხეთის რესპუბლიკა; 5. დანიის სამეფო; 6. ესტონეთის რესპუბლიკა; 7. ფინეთის რესპუბლიკა; 8. საფრანგეთის რესპუბლიკა; 9. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 10. საბერძნეთის რესპუბლიკა; 11. უნგრეთის რესპუბლიკა; 12. ირლანდია; 13. იტალიის რესპუბლიკა; 14. ლატვიის რესპუბლიკა; 15. ლიტვის რესპუბლიკა; 16. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; 17. მალტის რესპუბლიკა; 18. ნიდერლანდების სამეფო; 19. პოლონეთის რესპუბლიკა; 20. პორტუგალიის რესპუბლიკა; 21. რუმინეთი; 22. სლოვაკეთის რესპუბლიკა; 23. სლოვენიის რესპუბლიკა; 24. ესპანეთის სამეფო; 25. შვედეთის სამეფო; 26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (გაერთიანებული სამეფო); 27. ამერიკის შეერთებული შტატები; 28. კანადა; 29. კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა); 30. იაპონიის სახელმწიფო; 31. ჰონკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი); 32. სინგაპურის რესპუბლიკა; 33. ბაჰრეინის სამეფო; 34. შვეიცარიის კონფედერაცია; 35. არაბთა გაერთანებული საემიროები; 36. ისლანდიის რესპუბლიკა; 37. ლიხტენშტაინის სამთავრო; 38. ნორვეგიის სამეფო; 39. ახალი ზელანდია; 40. ავსტრალიის თანამეგობრობა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №207/04 - ვებგვერდი, 20.09.2018წ. |
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონში და „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 3 ნოემბერს შეტანილი ცვლილებებით.
ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე