,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
297
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №297

2007 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ადგილობრივ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებთან წარმოებული კონსულტაციების შედეგად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის, ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მზადყოფნის, აგრეთვე ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ნდობის გამო, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით განსაზღვრული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს დიმიტრი სანაკოევს.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია