საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-22
სარეგისტრაციო კოდი
300160070.22.037.014224
საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.037.014.224

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №2/ნ

2010 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულმა საკლასიფიკაციო საზოგადოებებმა,  საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული „საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესის“  შესაბამისად.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია