ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 15 სექტემბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 29 თებერვლის №10 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.117.016.005
შეტანილი ცვლილებები:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №38-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1457
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №40-ვებგვერდი, 01.12.2011წ.
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ივლისის დადგენილება №38-ვებგვერდი, 26.07.2012წ.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 11.04.2014წ.
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკის განყოფილება;
ბ) ქონების და მიწის მართვის საკითხების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილებების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №40-ვებგვერდი, 01.12.2011წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 11.04.2014წ.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმისათვის სრული სტატისტიკური ბაზის შექმნას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ვ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოს დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ი) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღების და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
კ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებაზე ზედამხედველობას;
ლ) მუნიციპალიტეტის პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას;
მ) გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გონივრული გამოყენების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისადმი ხელშეწყობას;
ნ) სახელმწიფო ტყის ფონდის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო მეურნეობის მიწებიდან ამორიცხული 1595.2 ჰა ფართობის ტყის დაცვის მონიტორინგის ჩატარებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ქონების მოძრაობის ზედამხედველობას, მათი სარგებლობის უფლებით გადაცემასთან, განკარგვასთან და გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრებ განხილვას, ორგანიზებასა და ამ პროცედურის სამართლებრივად გაფორმების უზრუნველყოფას;
პ) ტურისტული საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის მომზადებასა და გავრცელებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განვითარებას, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიების გატარებას, ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №40-ვებგვერდი, 01.12.2011წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ივლისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 26.07.2012წ.
მუხლი 31. ქონების და მიწის მართვის საკითხების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ქონების და მიწის მართვის საკითხების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;
ბ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიების შეცვლის თაობაზე;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე;
დ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ე) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ვ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობების განხორციელებას;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №40-ვებგვერდი, 01.12.2011წ.
მუხლი 32. ეკონომიკის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ეკონომიკის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კორდინაცია და მათი შესრულების კონტროლს;
ბ) თავისი კომპონენტის ფარგლებში ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის გაანგარიშების უზრუნველყოფას;
გ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროგრამების შესადგენად;
ზ) მუნიციპალიტეტის პროექტებისა და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას;
ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
კ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლის საკითხებზე;
ლ) გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გონივრული გამოყენების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისადმი ხელშეწყობას;
მ) სახელმწიფო ტყის ფონდის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო მეურნეობის მიწებიდან ამორიცხული 1595.2 ჰა ფართობის ტყის დაცვის მონიტორინგის ჩატარებას;
ნ) ტურისტული საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის მომზადებასა და გავრცელებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განვითარებას, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიების გატარებას, ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 11.04.2014წ.
მუხლი 4. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. (ამოღებულია - 04.11.2010, №38).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება № 3 8-სსმ V , № 49 , 11.11 .2010წ.,მუხ. 145 7