„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-04-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-20
სარეგისტრაციო კოდი
010.210.060.08.002.004
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №255

2007 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №90, მუხ. 774) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა.ა) საბჭოს მდივანი – 2800 ლარი;

ა.ბ) საბჭოს წევრი – 2500 ლარი;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია