საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №734
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმი” (შემდეგში – მუზეუმი).
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მუზეუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 დეკემბრიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის ბრძანებულება №908-სსმIII,№148,12.11.2010 წ.,მუხ.2109
2. ძალადაკარგულია- საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №1009-სსმIII,№162,13.12.2010 წ.,მუხ.2300