„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-17
სარეგისტრაციო კოდი
110.050.140.08.002.004
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №246

2007 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის              25 იანვრის №78 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №10, მუხ.107) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მათი დატვირთულობის გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანამდებობრივ სარგოზე დაუწესდეთ დანამატი არა უმეტეს მათი თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობისა;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია