ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016004
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 04.08.2014, №23)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის   14 სექტემბერი

ქ. ხონი   

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება (დანართი №1)

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №11 დებულება.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                         გ. გელენიძე

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.3.5.119.016.001

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის (ტექსტში შემდეგ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტით სამსახურის მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებებით.

3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის აღნიშვნით.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის ფუნქციები:

ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;

გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, მონაწილეობის მიღება, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში. საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა გამგებელთან ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;

დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერა კვარტალებისა და წლების მიხედვით;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;

ვ) ბიუჯეტის წლიური გაწერის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა, ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ გაწერას;

თ) ბიუჯეტის წლიური გაწერის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;

ი) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების უზრუნველსაყოფად;

კ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის წინადადებათა მომზადება;

მ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი ანგარიშის მამზადება ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებებისა და მთლიანი სალდოს შესახებ;

ნ) ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, წარუდგენს გამგებელს;

ო) სამსახურის თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა;

პ) სესხის აღების და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულების და პროექტების მომზადება;

ჟ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება;

რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა- ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყენებული სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა.

ს) (ამოღებულია – 24.11.2010, №54);

ტ) (ამოღებულია – 24.11.2010, №54);

უ) (ამოღებულია – 24.11.2010, №54);

ფ) (ამოღებულია – 24.11.2010, №54);

ქ) (ამოღებულია – 24.11.2010, №54).

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები” სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.

ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა ან სამუშაოთა ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინოს ინფორმაცია;

გ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში პროდუქციაზე, საქონელსა და მომსახურებისათვის გაწეულ მომსახურებაზე რეგულირებადი ფასებისა და ტარიფების განხილვაში;

დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 0 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება № 39 – სსმV, № 47 , 05.11.2010 წ., მუხ.138 3

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 0 წლის 24 ნოემბრის დადგენილება № 54 – სსმV, № 59 , 0 3 .1 2 .2010 წ., მუხ.1 799

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 0 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 64 – ვებგვერდი, 1 0 .01.2011წ.

    მუხლი 3. საფინანსო სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია

1. სამსახურს ხალმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ - უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. საფინანსო სამსახური აერთიანებს;

ა) მთავარ სპეციალისტს - ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში;

ბ) მთავარ სპეციალისტს - ბიუჯეტის დაგეგვმისა და ფორმირების საკითხებში;

გ) მთავარ სპეციალისტს - ხაზინის საკითხებში;

დ) მთავარ სპეციალისტს - შესყიდვების საკითხებში.

3. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს საფინანსო სამსახურს.

4. სამსახურის საჯარო მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს მოშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს საფინანსო ორგანოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნაშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 13.06.2011წ.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 0 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება № 39 – სსმV, № 47 , 05.11.2010 წ., მუხ.138 3

კრებსითი — სრული ვერსია