„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
241
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-10
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.08.002.004
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №241

2007 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს ,,ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე1) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი;“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია