„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
238
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-10
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.004
„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №238

2007 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №101, მუხ. 859) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლის ან იმ პირის მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, ასევე უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლის მიმართ.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია