„საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
214
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-30
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
„საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №214

2007 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს უკრაინას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია