სახელწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
277
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016005
სახელწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №35, მუხლი 424) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროებითი წესდებების დამტკიცება და მათი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა პირველი მუხლის მე-14, მე-15, მე-19, 56-ე და 62-ე პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია