საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
271
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-16
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016007
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271 

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი გა­ნაკ­ვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენი­ლებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მი­ერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკ­ვეთების“ 52-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

52

 პირის მიერ (გარდა საბა­ჟო-სავაჭრო თანამშრომ­ლო­­ბის მონაწილისა) არა­სა­საზღვრო საბაჟო ორ­გა­­ნოში სამუშაო დღის 16 სა­ათიდან 19 საათამდე ჩა­ბარებული ამობეჭდილი დეკლარაციისა და თან­მხლები დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო და­მუშავების ოპერაციის გან­ხორციელება

 

 50 ლარი.

                                                                                                                                           “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია