,,ი. ნაკაიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
203
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,ი. ნაკაიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №203

2007 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

ი. ნაკაიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ივანე ნაკაიძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება  „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მ. ლომინაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №719 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია