„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2010-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-27
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.132.016001
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო

დადგენილება №18

2010 წლის 8 სექტემბერი

ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის  24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1.

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი­ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010 წ. გვ: 2-4) დამტკიცებულ დებულე­ბა­ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური;“;

ბ) დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური;“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე   გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია