ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №32
2010 წლის 6 სექტემბერი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“
2. დადგენილების პირველი მუხლის მეორედ მითითებული მეორე პუნქტის სათაური და ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 გადასახადის განაკვეთები“;
„დ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი“.
3. დადგენილების მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი