„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-05
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.014166
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.014.166

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №8/ნ

2010 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის  დებულების,  სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის  დებულების,  სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებით (სსმ III, 20.11.2009, №143, მუხ.1669) დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია